მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში მდინარეს უკვე შეეცვალა კალაპოი ამ ეტაპისთვის კი ქვის გაბიონები ეწყობა, რომელმაც მდინარე ადიდების დროს უნდა შეაკავოს.
აღნიშნული სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 511 957 ლარი გამოიყო.
“სოფელ დამია-გეურარხში მდინარის ადიდების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ნადგურდებოდა, რის გამოც აღნიშნული პროექტის განხორციელება გადაწყდა “, – ამბობენ მერიაში.
მარნეულში მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.
Posted by მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია / Marneuli Municipality City Hall on სამშაბათი, 16 აპრილი, 2019