ლაგოდეხში ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სპორტულ მოედნის რეაბილიტაციისთვის 102 146 ლარი დაიხარჯება

1060

ქალაქ ლაგოდეხში ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ახალი სტადიონის მოსაწყობად, მუნიციპალური ბიუჯეტიდან 102 146 ლარია გამოყოფილი. 

“სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტების დონეს სრულად დააკმაყოფილებს. შეიცვლება მინდვრის ხელოვნური საფარი, გაკეთდება ახალი ღობე, დამონტაჟდება გარეგანათებები და მოეწყობა ფეხბურთისა და კალთბურთის მოედნები, სადაც შესაძლებელი იქნება ჩატარდეს სხვადასხვა სპორტული, გამაჯანსაღებელი ღონისძიებები და აქტივობები”, – ამბობენ ლაგოდეხის მერიაში.

მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ პროექტზე ტენდერი 17 აპრილს გამოაცხადა.

“სტადიონის რეაბილიტაციის თხოვნით არაერთხელ მოგვმართეს ადგილობრივმა ახალგაზრდებმა. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით საყურადღებოა, მაქსიმალურად შევეცდებით მომავალი თაობაში სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ”- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.