მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში მდებარე N32 ა – 35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სკვერის რეაბილიტაციას გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 222 083 ლარი მოხმარდება.
როგორც გამგეობასი განმარტავენ, სამუშაოების შედეგად, 1 600 კვ. მ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, გარეგანათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური კალათბურთის მოედანი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.
“რაიონის მასშტაბით, გამგეობა არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გასართობი და რეკრეაციული სივრცეების შექმნაა. აღნიშნული სკვერი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციის შედეგად კი გლდანის რაიონს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სკვერი შეემატება, სადაც გასართობი ზონების გარდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის კალათბურთის მოედანიც მოეწყობა“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.
სამუშაოები, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს “პე – ბე“ ახორციელებს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.