თეთრიწყაროს სოფელ ჭივჭავის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 180 ათას ლარამდე იხარჯება

970

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომლის რეაბილიტაციასაც 174 888 ლარი მოხმარდება, უკვე შეიცვალა შენობის სახურავი და კარ-ფანჯარა. ასევე, პროექტის მიხედვით, მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემები და მოწესრიგდება სამზარეულო, სველი წერტილები და ეზო. რეაბილიტაციის შემდეგ კი, საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.

ამასთან, სოფელ წინწყაროში და სოფელ ფარცხისში ახალი საბავშვო ბაღების ასაშენებლად საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, ხოლო სოფელ მარაბდის საბავშვო ბაღის სრულ რეაბილიტაციაზე უკვე გამოცხადებულია 143 981 ლარის ღირებულების ტენდერი.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა მათთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მოწესრიგება გეგმიურად მიმდინარეობს.