ქალაქ თეთრიწყაროში მარაბდის, გურამიშვილის და აბანოს ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგება გათვალისწინებულია ქალაქ თეთრიწყაროში წმინდა ნინოს (სავარაუდო ღირებულება 185 687 ლარი) და ჭავჭავაძის (სავარაუდო ღირებულება 168 833 ლარი) ქუჩებზეც.
საერთო ჯამში, 2019 წელს ქალაქ თეთრიწყაროში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ქუჩას და მოასფალტდება 2 კმ-ზე მეტი შიდა საავტომობილო გზა.