5 გუბერნიაში გაცემულმა პრემია-დანამატმა 1 063 486 ლარი შეადგინა

873

“ახალი საქართველო” გუბერნიებში გაცემულ პრემია-დანამატების შესახებ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, 2016 წლისა და 2017 წლის 4 თვის მხოლოდ პრემია-დანამატმა 5 გუბერნიაში 1 063 486 ლარი შეადგინა.

როგორც ახალი საქართველოს წარმომადგენელი, მარი ქელბაქიანი ნიუპრესთან საუბარში აცხადებს,  კვლევაში ვერ მოხვდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლისა  და კახეთის მონაცემები, რადგან ამ გუბერნიებმა მათ გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდა.

“ეს თანხა ბიუჯეტიდან სრულიად არაეფექტურად არის გახარჯული, ვინაიდან გუბერნიები და მათი გუბერნატორები ფაქტიურად, არაფრის კეთებაში იღებენ მილიონობით ლარს, ჩვენ კვლევაში საუბარი გვაქვს მხოლოდ პრემია-დანამატზე და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამას თუ დავუმატებთ, მათ თანამდებობრივ სარგოს, თანხა მინიმუმ გაორმაგდება”- აცხადებს “ახალი საქართველოს” წარმომადგენელი.

იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას “მედიატორი” მათთვის აღნიშნული მოთხოვნით ოფიციალურად არ მოუმართავს.

წყარო: ნიუპრესი