გორის საფეხბურთო კლუბში ჯილდოებსა და პრემიებზე 8 700 ლარი დაიხარჯა

304

გორის საფეხბურთო კლუბში “გორი” 2020 წლის განმავლობაში ჯილდოებსა და პრემიებზე 8 700 ლარი დაიხარჯა.

გასულ წელს კლუბს საკანცელარიო, წარმომადგენლობითი და სარესტორნე ხარჯებისთვის თანხა არ დაუხარჯია. რაც შეეხება, საკომუნიკაციო ხარჯებს “გორმა” აღნიშნულისთვის 2020 წელს 3 351 ლარი დახარჯა.

საწვავისთვის 18 436 ლარი, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებისთვის 3 772 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ გორის საფეხბურთო კლუბს 2021 წელს დაფინანსება შეუმცირდა. თუ კი 2020-ში “გორი” 746 000 ლარით დაფინანსდა, 2021 წელს ეს თანხა 732 000 ლარამდე შემცირდა.