პანდემიის პერიოდში, გორის ჯანდავის ცენტრის თანამშრომლებზე ხელფასთან ერთად დანამატიც გაიცა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
12 475 ლარიდან, 9260 ლარი შტატით მომუშავეებმა მიიღეს, 3215 ლარი კი შტატგარეშე თანამშრომლებზე გადანაწილდა. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით დანამატი იმ თანამშრომლებზე გაიცა, რომლებსაც პანდემიის პერიოდში ზეგანაკვეთური მუშაობა უწევდათ.
“თანამშრომლები, რომლებზეც დანამატი გაიცა, აქტიურად იყვნენ ჩართულები ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პროცესებში. უწევდათ გასვლა ეპიდკვლევების ჩასატარებლად, სწრაფი მარტივი და “პისიარ” ტესტების მეშვეობით, ლაბორატორიული კვლევისთვის მასალის აღება, მათი დარეგისტრირება და ა.შ.”,- განმარტავენ ჯანდაცვის ცენტრში.
ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცეტტრს გორის მერია 135 000 ლარით აფინანსებს. გასულ წელს ამ თანხიდან საწვავისთვის 2327 ლარი, ტრანსპორტის მოვლა-შენახვისთვის 1362 ლარი, საკომუნიკაციო ხარჯებისთვის 612 ლარი, საკანცელარიო ნივთებისთვის კი 506 ლარი დაიხარჯა.