ზუგდიდის სოფელ ჯუმში საბავშვო ბაღის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

1007

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში საბავშვო ბაღის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ამასთან ერთად მოეწყობა ჭაბურღილიც.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 6 საბავშვო ბაღი აშენდება.