ზუგდიდის თეატრის ახალ შენობაში, დარბაზში შესასვლელი მთავარი კიბის, სცენისა და დარბაზის მშენებლობა მიმდნარეობს

911

წინა სტატია

ზუგდიდის თეატრის ახალ შენობაში, დარბაზში შესასვლელი მთავარი კიბის, სცენისა და დარბაზის მშენებლობა მიმდნარეობს. ახალ შენობას კი 4 მეტრით უკან და 2 მეტრით აღმოსავლეთის მხარეს აშენებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“იმის გამო, რომ ფაქტიურად ქუჩაში იდგა, უკან გავწიეთ და ოდნავ აღმოსავლეთით. რადგან გვერდით კაფე უშლიდა ხელს. ყველაფერი თავიდან გაკეთდა, მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, შენარჩუნებული იქნება ძველი იერსახე “, – ამბობს ზურაბ გვარამია.

მისივე თქმით, მშენებლობა ზამთარში არ გაჩერებულა და სამუშაოებზე ყოველდღიურად 20-მდე მუშაა დაკავებული.

თეატრის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. თავდაპირველად, პროექტი შენობის რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა, თუმცა 70 წლის შენობის დანგრევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით, ფუნდამენტი მყარი არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც შენობა ხელახლა დაპროექტდა და მშენებლობა დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოებს ასოციაცია “ატუ“ აწარმოებს. მშენებლობას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, რისთვისაც ჯამში 12 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად თეატრს ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი ექნება, თეატრის მშენებლობა კი 2020 წელს დასრულდება.