როგორი იქნება ზუგდიდის თეატრის შენობა (ფოტო)

900

შალვა დადიანის სახელობის დრანატული თეატრის 70 წლის შენობა დანგრეულია. ახლის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება. სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა 2020 წელია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

როგორც ზუგდიდის თეატრის დირექტორმა განაცხადა, შენობის დანგრევის გადაწყვეტილება ექსპერტიზის შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღეს. სპეციალისტების დასკვნით, ფუნდამენტი მყარი არ იყო და რეკონსტრუქციას არ ექვემდებარებოდა.

სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, რისთვისაც ჯამში 12 მილიონი ლარია გამოყოფილი.

პროექტის თანახმად, თეატრს ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი, საგრიმიორო, მუზეუმის განყოფილება და კაფე ექნება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ატუ“ ატარებს.