ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ

747

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ახალციხის ციხიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის ციხეზე ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისულფებული ექვსი თანამშრომელიდან ერთ–ერთი გამწვანების სპეციალისტი რეზო გიქოშვილია. იგი ახალციხის ციხეზე 2012 წლიდან მუშაობდა. გიქოშვილი ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში საყვედური არასდროს მიუღია და სამსახური დაუმსახურებლად დაატოვებინეს, ამიტომ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული სხვა თანამშრომლებიც. თუმცა მათ ჯერ ამის შესახებ საუბარი არ სურთ: “ერთიან პოზიციაზე ვყალიბდებით და ყველა ერთად გავავრცელებთ განცხადებას”, – აცხადებენ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭესთან” სატელეფონო საუბარში.

ახალციხის ციხეზე მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომლები 2018 წლის დეკემბერში გააფრთხილეს. ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე აბობს, რომ რეორგანიზაცია კანონის სრული დაცვით ჩატარდა.