ა(ა)იპ ახალციხის ციხეზე რეოგრანიზაცია მიმდინარეობს

1099

ა(ა)იპ ახალციხის ციხეზე რეოგრანიზაცია მიმდინარეობს, იგეგმება რამდენიმე სამსახურის გაერთიანება. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ კი თანამშრომლები უკვე გააფრთხილეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ არ საუბრობენ.

“წინასწარ ვერ გეტყვით რამდენი სამსახური ერთიანდება, დეტალებზე ვმუშაობთ. გვინდა, რომ გამართული სტრუქტურა შევქმნათ“, – ამბობს ა(ა)იპ “ახალციხის ციხის“ დირექტორი დავით ტაბატაძე.

რეოგრანიზაციის შესახებ “ახალციხის ციხის“ თანამშრომლებმა განცხადებას ხელი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მოაწერეს.

ტაბატაძე ამბობს, რომ რეოგრანიზაცია, დაახლოებით, ორ კვირაში დასრულდება: “მერიასთან ერთად გავდივართ კონსულტაციებს. რაც შეეხება თანამშრომლების გათავისუფლებას ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით“.