სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 25 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
გარეგანათების, სკვერების, საბავშვო ბაღში ატრაქციონებისა და ღია ტრენაჟორები მოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობვა – ეს იმ 25 ინფრასტრუქტურული პროექტის არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებისთვისაც 340 000 ლარი დაიხარჯება.
პროექტების სრული ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. ორწლიანი შეჩერების შემდეგ კი მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღადგინა და ახლა მისი ბიუჯეტი 40 მილიონი ლარია.