შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რაგიმ ასკეროვი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი რაგიმ ასკეროვი მოქალაქეს – შ.მ.-ს, 3 000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. შ.მ.-ს ამ თანხის ნახევარი -1 500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი – მოგვიანებით უნდა გადაეცა. შ. მ. და რაგიმ ასკეროვი ერთმანეთს შეთანხმებისამებრ, მიმდინარე წლის 7 მარტს მარნეულში შეხვდნენ. შ. მ.-მ საკრებულოს თანამშრომელს 1 500 ლარი გადასცა, დარჩენილი თანხა კი 20 მარტს მისცა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.