ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება. კერძოდ, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს პირველი სართულის იატაკის ფილის დემონტაჟი, რის შემდეგაც გაამაგრებენ საძირკველს. საძირკველის გამაგრების შემდეგ კი, გადაიტიხრება შენობა გადაიტიხრება და სარემონტო სამუშაოები დაიწყება.
გარდა ამისა, როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, დაგეგმილია სახურავის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 794 990 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელზეა გათვლილი.