ასპინძაში შპს ‘ასპინძის კეთილმოწყობის’ სამსახურის თანამშრომლებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს და მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელებს წმენდენ.
მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქცია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით პერიოდულად ხორციელდება.
როგორც ასპინძის მუნიცპალიტეტის მერიაში განმარტავენ, თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები საკმაოდ ბევრია.
✅ასპინძის მუნიციპალიტეტში შპს ,,ასპინძის კეთილმოწყობის'' სამსახურის თანამშრომლების მიერ მოეწყო დასუფთავების აქცია….
Posted by ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია on სამშაბათი, 26 მარტი, 2019