ბორჯომის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას 10 თვეა თავმჯდომარე არ ჰყავს

684

სტატიის გაგრძელება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიას, უკვე 10 თვეა რაც თავმჯდომარე არ ჰყავს. ამის გამო კომისიის მუშაობას პრობლემები ექმნება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბორჯომის საკრებულოში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე “ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გიუაშვილი იყო. თუმცა, მან აღნიშნული პოზიცია 2018 წლის ივნისში დატოვა.

გიუაშვილის შემდეგ გარემოს დაცვის კომისიას თავმჯდომარე აღარ აურჩევია. როგორც ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი განმარტავს, კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურები, საკრებულოს თავმჯდომარემ, ან ფრაქციების თავმჯდომარეებმა უნდა დააყენონ.

“ჯერ არავის დაუსახელებია თავისი კანდიდატურები, თუმცა ამ საკითხს ჩვენ ბიუროს სხდომებზე განვიხილავთ და ალბათ ერთ თვეში მოვახერხებთ ახალი თავმჯდომარის არჩევას“, – ამბობს გოგიჩაიშვილი.

მისი თქმით, გარემოს დაცვის კომისია თავმდჯაომრის გარეშე მუშაობს, თუმცა პრობლემები იქმნება

“თავმჯდომარის მოვალეობას საკრებულოს უხუცესი წევრი ასრულებს. ასევე, კომისიაში არიან სპეციალისტები, რომელთა გადაწყვეტილებითაც შეგვიძლია ხეების გადაბელვაზე გადაწყვეტილება მივიღოთ, თუმცა ხეების მოჭრას მაგალთად, კომიისიის სრული შემადგენლობის გადაწყვეტილება სჭირდება და ხშირად ამის გამო პრობლემები გვექმნება“, – განმარტავს გოგიჩაიშვილი.