დიდუბის რაიონში 3 ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

650

დიდუბის რაიონში, სამ ამორტიზებულ ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კერძოდ, ლიფტები თევდორე მღვდლის ქუჩა N48-ში, 
მირცხულავას ქუჩა N10-სა და აკაკი წერეთლის გამზირი N99ა-ში განახლდა.

აღნიშნული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შეასრულეს. როგორც დიდუბის გამგეობაში აცხადებენ, პროექტების საერთო ღირებულებამ 50 000 ლარი შეადგინა.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში, დიდუბის რაიონის გამგეობა დამატებით 15 ამორტიზებული ლიფტის განახლება-შეცვლას გეგმას.