ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი 60 518 800 ლარით განისაზღვრა

1041

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 7 903 000 ლარით გაიზარდა და 2019 წლის ბიუჯეტი 60 518 800 ლარით განისაზღვრა.

როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული თანხიდან 260 000 ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის, 3 797 900 – ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციისათვის, 1 351 300 – ქალაქ ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობისათვის, 506 900 – ქალაქ ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის, ტბისა და სარწყავი სისტემის წყალმომარაგებისათვის, 948 000 ლარი კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისთვის დაიხარჯება.

ასევე, ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტიდან 2 478 800 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების კეთილმოწყობას, კერძოდ, 160 000 ლარი ქალაქ ზუგდიდში საბავშვო მოედნების მოწყობას, 2 261 800 ლარი ანაკლია-განმუხურის სანაპირო ბულვარში არსებული კაფე-რესტორნის რეაბილიტაციას, 57 000 ლარი კი ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე, სანაპირო ზოლზე გასახდელების გაკეთებისთვის დაიხარჯება.

ამასთან, მერიის ინფორორმაციით, 1 224 200 ლარი – პარკების, სკვერებისა და ბულვარის რეკონსტრუქცია/კეთილმოწყობის მოხმარდება (252 600 ლარი – ქალაქ ზუგდიდში ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ხეივნის მოწყობისათვის, 561 100 ლარი – ანაკლია-განმუხურის ბულვარის ტერიტორიიდან, ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკების გაკეთებისთვის და 410 500 ლარი – ანაკლია-განმუხურის ბულვარში არსებული ველო ბილიკების რეაბილიტაციისათვის;

232 200 ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის ფურნიტურის შესყიდვისათვის (ქალაქ ზუგდიდში 126 000  ლარი – ურბანული ფურნიტურის შესყიდვა, 16 000 ლარი – ანაკლია-განმუხურის ბულვარის ტერიტორიისათვის სანაგვე ურნების შეძენისათვის და 90 200 ლარი – ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე მცენარეების შესყიდვისათვის;

104 100 ლარი კი მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის დაიხარჯება (12 700 ლარი-განმუხურის ბულვარში ფეხბურთის მოედნის და 91 400 ლარი – ანაკლიის ბულვარში არსებული კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების რეაბილიტაციისათვის);