ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

625

ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.   ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,  პროექტი, რომლისთვისაც 1 მილიონამდე ლარი გაიხარჯება ბორჯომში მესხეთის, ნიკოლაძისა და ვაშლოვანის ქუჩების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტის მიმდინარეობას დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ადგილზე გაეცნო.

გამგებლის თქმით, ჯამში, გზის საფარი 2 კილომეტზე მეტ მონაკვეთზე მოეწყობა.

„მესხეთისა და ნიკოლაძის ქუჩაზე გათვალისწინებულია ასფალტობეტონის გზის დაგება, ხოლო ვაშლოვანის დასახლებაში, სადაც მოსახლეობა წლების განმავლობაში გრუნტის გზით სარგებლობდა რკინა-ბეტონის საფარი 6 ჩიხში მოეწყობა“,- აღნიშნა გამგებელმა.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

პარალელურად, 12 ქუჩისა და საფეხმავლო ბილიკების მასშტაბური სამუშაოები გრძელდება დაბა ბაკურიანში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად ხდება ასევე ორმოულების შეკეთება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ სამუშოები მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი