ახალციხის მერიის პრესსამასახურის უფროსად, სავარაუდოდ, ია გოგატიშვილი ინიშნება

538

ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად, გამოცემა “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს, ია გოგატიშვილს ნიშნავენ. იგი ამ დრომდე, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციას იკავებს.

ია გოგატიშვილმა მერიის მიერ გამოცხადებული საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისი პოზიციაზე მუშაობას ერთ კვირაში შეუდგება.

“ჯერ სამხარეო ადმინისტრაციაში ვარ და ჩემს მოვალეობას ვასრულებ, ვერაფერს დაგიდასტურებთ“, – განუცხადა გოგატიშვილმა სატელეფონო საუბარში გამოცემას.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი უკვე შერჩეულია, თუმცა მის ვინაობას მას შემდეგ დაასახელებენ, რაც დანიშვნის შესახებ ბრძნება დაიწერება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოზიციაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ კონკურსი არაერთხელ გამოაცხადა, თუმცა შესაბამისი კადრი ვერ შეარჩია.

ია გოგატიშვილი სამხარეო ადმინისტრაციაში 2000 წლიდან მუშაობს. 19 წლის განმავლობაში მას აღნიშნულ უწყებაში სხვადასხვა პოზიცია ეკავა, იყო პრესსმდივანი, ასევე მდივან რეფერენტი. ბოლო წლებში კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მთავარი სპეციალისტად მუშაობდა.