დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კიდევ 894 900 ლარით გაიზარდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კიდევ 894 900 ლარით გაიზარდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში ცვლილება განხორციელდა და ბიუჯეტი 894 900 ლარით გაიზარდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება 189 500, წყლის სისტემის რეაბილიტაციის – 46 600 ლარით გაიზარდა. ასევე, სპორტული მოედნების მოწყობისათვის გამოყოფილ თანხას 88 100, გარეგანათების მოწყობისთვის გამოყოფილ თანხას 55 500, კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსებას 164 000, სკოლების რეაბილიტაციის დაფინანსებას – 180 000, მერიის დაქვემდებარებაში არსებული შენობების რეაბილიტაციის დაფინნსებას 85 800 ლარი, ხოლო, სკოლამდელი დაწესებულებების შენობების რეაბილიტაციის დაფინანსებას 28 200 ლარი დაემატა.
ასევე, სხდომაზე საკრებულომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მისცა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება-სპეცმანქანა “გრეიდერი მმზ 4502“ უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ “დეედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრს“ გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყაროს ბიუჯეტი მიმდინარე წლის 7 თებერვალს 550 880 ლარით გაიზარდა.