ნოემბრიდან საგარეჯოში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება

647

საგარეჯოს მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება.

მერიი ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ დაგეგმილი პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას უკვე გააცნო.

კერძოდ, სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას და რეზერვუარს, ასევე, აშენდება 2 000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარი, ამასთან, დაგეგმილია ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც. სამუშაოები მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლოებას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება