ცაგერის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 4 პროექტი 2 730 402 ლარით დაუფინანსდა.
კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ ცაგერის ქუჩების მოასფალტებას 1 239 750, ხოლო კეჭნარის სკვერისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას 746 915 ლარი მოხმარდება.
ამავე ფონდიდან, სოფელ ჩქუმში, წიფერჩში, ტვიშში, ალპანაში, ლასურიაშში, ჩხუტელში და ლაჯანაში კაუჩუკის საფარიანი ტრენაჟორების მოსაწყობად 133 000 ლარი გამოიყო. რაც შეეხება სოფელ ქვემო ცაგერი-ლასურიაშის მიმართულებით გზის ასფალტირებას რეგფონდი 610 737 ლარით აფინანსებს.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 2 874 107 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ლენტეხის, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.