ამბროლაურის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 6 პროექტი 3 990 000 ლარით დაუფინანსდა.
კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ ამბროლაურში კანალიზაციის მოწყობას 899 650, მდ. კრიხულაზე დამცავი კედლის მოწყობას 798 000, ქუჩების რეაბილიტაციას 712 500, ხოლო, სტადიონის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოებს 610 850 ლარი მოხმარდება.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, ამავე ფონდიდან სოფელ ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის 807 500, კრიხის გზის რეაბილიტაციის გაგრძელებისთვის კი 161 500 ლარი გამოიყო.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 4 200 000 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.