ზუგდიდში ეკატერინე ჭავჭავაძის ძეგლის დადგმას და მისი სახელობის სკვერის მოწყობას ითხოვენ

1106

ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოს დედოფალ ეკატერინეს სახელობის სკვერისა და მოედნის, ასევე, სკულპტურის დადგმის ინიციატივით მიმართა. იდეა თავმჯდომარე ანა წითლიძეს ეკუთვნის. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“დედოფალ ეკატერინეს უდიდესი როლი მიუძღვის ზუგდიდის, როგორც ევროპული ქალაქის განვითარებაში, როგორც არქიტექტურული, ისე კულტურული თვალსაზრისით. დიდია დედოფალ ეკატერინეს როლი, როგორც ქალი ლიდერისა, რომელსაც უმძიმეს პერიოდში მოუწია სამთავრობოს მართვა“, – ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში.

ასევე, “ნაცმოძრაობა” ითხოვს რომ ეკატერინე ჭავჭავაძის სკულპტურის შექმნაზე ინიციატივა საჯაროდ განიხილონ.