გურჯაანის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება

723

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამჟამად სრული რემონტი მხოლოდ რამდენიმე სკოლაშია. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

“ძირითადად მოსაწესრიგებელია ჭერი, გაზიფიცირება და სველი წერტილები. განსაზღვრულია რომელ სკოლაში რა გადაუდებელი სამუშაო უნდა ჩატარდეს. უკვე გვქონდა მოლაპარაკება მერიის შესაბამის სამსახურებთან. მუნიციპალიტეტში 25 სკოლაა და წლის ბოლომდე ყველგან იგეგმება სხვადასხვა ტიპის სამუშაოები“, – განმარტა მინდიაშვილმა

სკოლების რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მილიონ ლარამდე თანხა გამოყო, სამუშაოები კი გაზაფხულზე დაიწყება.