ავლაბარში სპორტული მოედნის მოსაწყობად 149 824 ლარი დაიხარჯება

741

ისნის რაიონში, ავლაბარში, კვეზერელ-კოპაძისა და ქურხულის ქუჩების კვეთაზე, ახალი მრავალფუნქციური ფეხბურთისა და კალათბურთის სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “კვადრელი“ აწარმოებს. სპორტული მოედნის მოსაწყობად 149 824 ლარი დაიხარჯება.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე ეტაპზეა და 2019 წლის აპრილში დასრულდება. მათივე ცნობით, ისნის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული მოედნების მოწყობა კიდევ 3 მისამართზე მიმდინარეობს და მათ წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მისამართი დაემატება.