საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქობულეთში ნაპირდაცვისა და ბულვარის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 1.2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღდგენას და ბულვარის ქვაფენილით მოწყობას ითვალისწინებს.პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 6 მილიონი ლარია.
ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი ბულვარი მოეწობა, გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები და შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.