ბათუმში პუშკინის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალა

1474
პუშკინის ქუჩა

ბათუმში პუშკინის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალა. როგორც მერიაში განმარტავენ, ობიექტების მეპატრონეებს გაფრთხილებები რამდენიმე დღის წინ დაურიგდათ.

“საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვისა და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევებთან დაკავშირებით ღონისძიებები გასულ კვირას ქუთაისისა და ზ. გამსაურდიას ქუჩებზე ჩატარდა. უფრო ადრე სავაჭრო დახლები ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში აიღეს. უკანონოდ მოწყობილი გარევაჭრობისგან ქალაქის ქუჩების გათავისუფლება წერეთლის ქუჩიდან დაიწყო და ეტაპობრივად გრძელდება”, – აცხადებენ მერიაში.