ბათუმში ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე გარევაჭრობა აიკრძალა

733

ბათუმში ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე გარემოვაჭრეებს დღეიდან ვაჭრობა აეკრძალათ. როგორც მერიაში აცხადებენ, გარემოვაჭრეებმა გაფრთხილება გუშინ მიიღეს.

“შეთანხმებისამებრ, საკუთარი პროდუქციის რეალიზების მიზნით, ისინი ე.წ. ბონის ბაზარში გადავლენ”, – განმარტავენ ბათუმის მერიაში.

როგორც მერიაში აცხადებენ, უკანონოდ მოწყობილი გარევაჭრობისგან ქალაქის ქუჩების გათავისუფლება გასულ კვირას, წერეთლის ქუჩიდან დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება.