ბათუმის ავტოსადგურის გარემოვაჭრეები ქალქის მერიას პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
“ჩვენ გუშინ დაგვპირდნენ, რომ გაგვიკეთებდნენ ჯიხურებს. ორი თვის მერე გადასახადს დაგვიწესებდნენ და ამას ეტაპობრივად გადავიხდიდით, თუმცა დღეს პირობა შეცვალს და მოგვთხოვეს თითოეულმა მოვაჭრემ წინასწარ ჯიხურისთვის 100 დოლარი გადავიხადოთ. ჩვენ არ დავთანხმდით და ამას მოყვა ხმაური. ჩხუბის დროს რამდენიმე მაგიდა დაზიანდა და ერთი პირი დააკავეს”,- განაცხადა დარეჯან ბერიძემ.
გარემოვაჭრეების თქმით, პროტესტის დროს ავტოსადგურში დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელების მოთხოვნაზე დაუმორჩულებლობა.
როგორც ავტოსადგურის დირექტორმა განმრტა, მოვაჭრეებს გარანტიის სახით ჯიხურის ღირებულების 20-30 პროცენტს სთოხვს. ის ამბობს, რომ ეზოში 50-ზე მეტ ჯიხურს ვერ ჩადგამს, დანარჩენს კი შენობაში გამოუყოფს ადგილს.