სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ადიგენის სოფელ ღორთუბანში საერთო კრებას დაესწრო

987

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებას დაესწრო.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, სოფლის კრები ამჟამად დერცელში, კიკიბოში, ღორთუბანში, აფიეთსა და ზედუბანში გაიმართა.

“მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტული წინადადებიდან, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა პრიორიტეტული წინადადებები, რომელიც გულისხმობს: სოფელ დერცელში გარეგანათების მოწყობასა და მთის გზის რეაბილიტაციას; სოფელ კიკიბოში მთის გზის, სასმელი წყლისა და ცენტრალური სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას.

სოფელ ღორთუბანში სასაფლაოს შემოღობვასა და სასმელი წყლის რეაბილიტაციას. სოფელ აფიეთში გარეგანათების მოწყობასა და შიდა გზების რეაბილიტაციას (მოხრეშვას). სოფელ ზედუბანში შიდა გზების რეაბილიტაციას (მოხრეშვას) და გარეგანათების მოწყობას”, – განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

საერთო კრებას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილის გარდა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ესწრებოდნენ.

სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.