სოფელ ტაძრისში ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.
ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, შენობაში უკვე გამოიცვალა ძველი კარ-ფანჯარა, განხორციელდა შიდა მოპირკეთების სამუშაოები, მოწესრიგდა სველი წერტილი, დამონტაჟდა ელ-გაყვანილობა, მოეწყო კიბეები და პანდუსი.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს გარე-ფასადის მოპირკეთების, სახურავის მოწყობისა და ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები. როგორც გამგებელმა აღნიშნა, წლების განმავლობაში არასათანადო პირობების გამო, ამბულატორია მხოლოდ ერთ ოთახში ფუნქციონირებდა, დღეს კი კაპიტალური რემონტი დამატებით 3 ოთახსაც ჩაუტარდა.
უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება ამბულატორიაში 3 სოფლის მოსახლეობას ივლისის თვიდან შეეძლება.
პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ 43 718 ლარით დაფინანსდა.
”ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, გასულ წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლების ჭობისხევისა და დვირის ამბულატორიებსაც”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო: ინტერპრესნიუსი