ქალაქ ფოთის მუნისიპალიტეტის 26 წევრიან საკრებულოში არცერთი სხდომა მხოლოდ ერთ დეპუტატს, ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ზვიად დგებუაძეს არ გაუცდენია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ფოთის საკრებულოდან გამოცემა “ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში ერთი გაცდენა აქვს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას, საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თორნიკე კირთაძეს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძეს, ქონების მართვის და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე თორნკე შონიას, ფრაქცია “ფოთის“ თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ხორავას, დეპუტატებს დარეჯან ცხვიტარიას და თამარ თოფურიას.
ყველაზე ხშირად, 13-ჯერ სხდომა საკრებულოს წევრმა ოთარ ხარჩილავამ გააცდინა. საკრებულოს ინფორმაციით, საკუთარი განცხადების საფუძველზე მას სექტემბერში უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
სხდომების ყველაზე ხშირად გამცდენ დეპუტატებს შორის არიან აპოლონ ბჟალავა, რომელსაც 19 გაცდენა აქვს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ხარჩილავა, რომელსაც 18 გაცდენა აქვს და ანალოგიური შედეგით ფრაქცია “კოლხეთის“ თავმჯდომარე მაია ჩხარტიშვილი.
12 გაცდენა აქვს ფრაქცია „კოლხეთის“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა ჩაგინავას. 10 სხდომა გააცდინეს საკრებულოს წევრებმა მალხაზ ფოჩხუა და დავით კვიციანმა.
25-დან 17 სხდომას დაესწრნენ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზურაბ ჩაჩუა, ფრაქცია „ფოთის“ თავმჯდომარე დათო ხომერიკი და დეპუტატი ვახტანგ დარცმელიძე.
19 სხდომას დაესწრო და 6 გააცდინა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე სამოსონ კუტალიამ. ოთხი გაცდენა აქვს ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილე დავით ესებუას. სამი გაცდენა აქვს დეპუტატ ოლეგ ნაჭყებიას.
ორი გაცდენა აქვს საკრებულოს თავმჯდომარის მოადილე აკაკი დარჯანიას, კომისიების თავმჯდომარეებს ხვიჩა ცხვიტარიას და ბაქარ ერაგიას, ასევე ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ჯემალ მიგინეიშვილს.