აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია უტარდება

1091

“ზაფხულის სეზონისთვის კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს”, – ნათქვამია გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ზაფხულის სეზონისთვის კურორტის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამუშაოების პირველი ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოები აგვისტოში დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივები და იქ ჩასული დამსვენებლები უწყვეტი სასმელი წყლით ისარგებლებენ.

სეზონურად კურორტზე, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, წყალი ხშირად იმღვრეოდა, რის გამოც აბასთუმანს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. მიმდინარე პროექტი სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენისა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებს, ასევე, დაგეგმილია ახალი და არსებული რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 727 121 ლარია გამოყოფილი”, – განმარტავენ გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

მათივე ვნობით, საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს და პროექტების მიმდინარეობას მონიტორინგს, გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, შესაბამის სამსახურებთან ერთად სისტემატურად უწევს.