ზუგდიდში 10 ქუჩაზე ასფალტს დააგებენ (ვიდეო)

835

13 თებერვალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.

პროექტებს შორის განხილული იქნა ზუგდიდში გზების მშენებლობაც. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ  ჯანაშიას, ხელაიას, ჩიქობავას, ლაზის, ბარამიას, ქობულეთის, ზვიად გამსახურდიას, კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის და თაბუკაშვილის ქუჩებზე ასფალტს დააგებენ.

“ეს ძირითადად ის ქუჩებია, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ვიცით, რომ ზუგდიდში წყალარინებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის გამო გაუვალი გახდა ქუჩები. ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ და 10 ქუჩის აღდგენა საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოცხადდა. ასევე მთავრობის განკარგულებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დასაფინანსებლად გადაეცა რუხი-რიყე-ტყაიას გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი“, – განაცხადა გუბერნატორმა.

ასევე, საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე სკოლების გათბობით უზრუნველყოფის საკითხიც განიხილეს.

“სადაც გაზი არის, იქ იგულისხმება შიდა კომუნიკაციის მოწესრიგება, ხოლო სადაც გაზი არ არის, გათბობის სხვა ალტერნატიული სისტემით უზრუნველყოფაზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა გუბერნატორმა.