ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში საბავშვო ბაღის ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 129 260 ლარით ფინანსდება.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ლითონის ჭიშკარის და ღობეების მონტაჟი, ფილებისა და ასფალტობეტონის საფარის დაგება, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული მოედნის მოეწყობა.
შეგახსენებთ, რომ ტაძრისის საბავშვო ბაღი 1 წლის წინ მუნიციპალური ბიუჯეტით გარემონტდა და საზეიმოდ გაიხსნა.
როგორც მერიაში განმარტავენ, საბავშვო ბაღი ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი და ის სამი სოფლის-საკირის, ტაძრისისა და დგვარის 80 აღსაზრდელს ემსახურება.