ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წელს არცერთი საკითხის ინცირება არ მომხდარა. საკრებულოდან გამოცემა “ლაივპრესისთვის“ გაგზავნილი ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი ინიციატივა არცერთ დეპუტატს და ფრაქციას არ გამოუჩენია.
რაც შეეხება დეპუტატების მიერ საკრებულოს სხდომებზე სიტყვით გამოსვლას, ოფიციალური ინფორმაციით, აქტიურობით ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რამაზ გულუა, წევრები ნია ჭითანავა და რამაზ თოლორდავა გამოირჩეოდნენ. აქტიურობის კუთხით მეორე ადგილზე ფრაქცია “შენების მოძრაობა-ევროპული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე კორნელ წურწუმიაა.