წინასაარჩევნოდ ახალციხის ბაღებში დაანონსებული რეორგანიზაცია ამ დრომდე არ დაწყებულა

1141

წინა სტატია

არჩევნების მეორე ტურამდე, ახალციხის ბაღების თანამშრომლები მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილეს. თუმცა, ახლა ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ რეორგანიზაცია “ჯერ არც იგეგმება“. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“ახალციხის ბაღებში ამ დრომდე, არცერთი ორგანიზაციული ცვლილება არ მომხდარა და ჯერ არც იგეგმება“, – ამბობს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მარინა მერაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის “სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ“, გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, ვალეს საბავშო ბაღის თანამშრომელებს გაფრთხილებაზე ხელი მოაწერინა, რომლის მიხედვითაც გაერთიანებაში ორგანიზაციული ცვლილებები იგეგმებოდა, რაც, შესაძლოა, გამხდარიყო საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომელების შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

გამოცემა “სამხრეთის კარიბჭესთან“ ვალის ბაღის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ გათავისუფლების ბრძანებებზე ხელი მოაწერინეს და არჩევნების მეორე ტურზე ზურაბიშვილის მხარდაჭერაც დაავალეს. “სამხრეთის კარიბჭეს“ მასალაზე დაყრდნობით შსს–მ ძიება დაიწყო, თუმცა როგორც უწყებაში განაცხადეს, ბაღის პედაგოგებზე წინასაარჩევნოდ ზეწოლა არ დადასტურდა.