ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ 18 საბავშო ბაღში კვების რაციონი გაუმჯობესდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ხაშურის ბაღების გაერთიანების მმართველმა ლელა გელაშვილმა გაავრცელა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მისი თქმით, 2022 წლის პირველი ივნისიდან საბავშო ბაღებში ამოქმდდა ჰასპის პროგრამა,რაზეც ბიუჯეტიდან120 000 ლარი უკვე დაიხარჯა.
“აღნიშნული პროგრამის დანერგვის შემდეგ, ერთ ბავშვზე განკუთვნილი თანხა 1 ლარი 75 თეთრი გაზრდილია 2 ლარსა და 62 თეთრამდე, რაც გამოწვეულია იმით, რომ მოხდა კვების რაციონის გაუმჯობესება. მაგალითად, საკვები პროდუქტებიდან ამოვიღეთ თევზის სახეობა “ხეკი” და ჩავანაცვლეთ ორაგულით. ასევე, 40 % -ით გავზარდეთ საქონლის ხორცი, გაზრდილია პურის, კვერცხის და კარაქის რაოდენობაც”, – ამბობს ლელა გელაშვილი.
მისივე თქმით, კვების რაციონის შედგენის პროცეში ჩართულნი იყვნენ მშობლებიც, რამაც დადებითი შედეგი მოიტანა.
“მშობლები აღნიშნავდნენ, რომ ამდენი ხანია ბავშვები დაგვყავს და არც კი ვიცოდით, ასე თუ იკვებებოდნენო. ასევე, ჰასპის პროგრამის ფარგლებში სპეციალისტების რჩევით, დავგეგმეთ საბავშო ბაღებში რბილი ავეჯის შეტანა,საუბარია ბაღებისთვის აუცილებელ ავეჯზე. ეს საქმეც თითქმის ბოლომდე გვაქვს მიყვანილი და დეკემბრის ბოლოს მოხდება ავეჯის შეტანა ყველა ბაღში. საუბარია 60 000 ლარის ღირებულების ავეჯზე”, – ამბობს გელაშვილი.
ინფორმაციისთვის, ხაშურის ბაღების გაერთიანების 2022 წლის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 2,5 მილიონი ლარი უკვე გახარჯულია.