სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დედოფლისწყაროში 384 000 ლარი დაიხარჯება

621

,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელში სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელებისთვის 384 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

“ჩვენ მუნიციპალიტეტის 15 სოფელში მოსახლეობასთან გავმართეთ შეხვედრა, რომლის დროსაც ადგილობრივებმა იმსჯელეს და გამოავლინეს პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც წელს ,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა მოგვარდეს.

სოფლებში ძირითადად ქუჩების კეთილმოწყობას, გარეგანათების სისტემის მონტაჟს, სასაფლაოების შემოღობვას, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობას, სპორტული ტრენაჟორების მონტაჟს, ჭაბურღილების, ბავშვთა გასართობი ტრენაჟორების, სპორტული დარბაზებისა და სოფლებში რეკრეაციული ზონების მოწყობას, ასევე, გზების მოხრეშვასა ითხოვენ.

გარდა იმისა, რომ მთავრობამ თითოეულ სოფელში გამოყოფილი თანხა გააორმაგა, გამოვლენილი პრობლემების მოგვარება ნაწილობრივ ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დაფინანსდება. გასამმაგებული თანხით კი მოგვარდება ის პრობლემები, რომლებიც ადგილობრივებმა შეხვედრებზე წამოაყენეს”, –აცხადებენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.