მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში, ახალუბანსა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე ჯამში 200 000 დოლარი დაიხარჯება.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად, “ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.
“შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დაგეგმილი სამუშაოები დეტალურად განიხილეს და იმ სიკეთეების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა პროექტების განხორციელების შედეგად მიიღებს.
პროექტები “ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით და აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობების ოფისის დაფინანსებით ხორციელდება. მათი ჯამური ღირებულება 200 000 დოლარს შეადგენს”, – განმარტავენ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.