მცხეთის სოფელ ნატახტარში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის 15 ივლისს დასრულდება.
მერიის ცნობით, ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული და 2 სართულისგან შედგება. თითოეულ სააღმზრდელო ჯგუფს აქვს სათამაშო ოთახი, საძინებელი, საპირფარეშო და სამრეცხაო.
ბაღი 4 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი და დაწესებულებაში ჯამში 120-150-მდე ბავშვი მიიღებს სკოლამდელ განათლებას.
აღნიშნულ სამუშაოებსკომპანია შპს „სამება“ ახორციელებს. ამასთან, კომპანია დამატებით აწარმოებს ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს და ბაღამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.