ქარელის კულტურის და სახელოვნებო ა(ა)იპ – ის უფროსად გიორგი ეგნატაშვილი დაინიშნა

434

ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის და სახელოვნებო ა(ა)იპ-ის უფროსად გიორგი ეგნატაშვილი დაინიშნა, მან ამ თანამდებობაზე მერი არხოშაშვილი შეცვალა.

გიორგი ეგნატაშვილი, აღნიშნულ ა(ა)იპ-ში მერი არხოშაშვილის ხელმძღვანელობის დროს, მისი მოადგილე იყო, შემდეგ კი მოვალეობის შემსრულებელი.

მერი არხოშაშვილი წლების განმავლობაში ქარელის მერიაში სხვადასხვა პოზიციებზე  მუშაობდა. იყო ზაზა გულიაშვილი მოადგილე, შემდეგ  ა(ა)იპ-ში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე ის კერძო სექტორში განაგრძობს მუშაობას.