დღეიდან პროტესტის ნიშნად საგარეჯოში სპორტული დარბაზები დაიკეტება

1435

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა სპორტული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის მამუკა კურდღელაშვილის სამსახურში აღდგენაზე უარი განაცხადა, რის გამოც მოქმედი მწვრთნელების გადაწყვეტილებით, პროტესტის ნიშნად, დღეიდან საგარეჯოში სპორტული დარბაზები დაიკეტება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მხარდამჭერები კურდღელაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნით საგარეჯის მაჟორიტარ დეპუტატს, რომან მუჩიაშვილსაც შეხვდნენ, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სპორტსმენებმა პროტესტის ნიშნად 9 და 10 თებერვალს ძიუდოში დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

გუშინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შენობის წინ, სადაც სპორტსმენები, მწვრთნელები და მხარდამჭერები სპორტული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის მამუკა კურდღელაშვილის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.