თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში ეზოების კეთილმოწყობა დასრულდა. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, სათამაშო მოედნები N52, N107, N71 და N58 ბაგა-ბაღებში მოეწყო.
“აქედან სამი ბაგა-ბაღის ეზოში მოშლილი და დაზიანებული იყო ინვენტარი, ხოლო ერთ ბაღს სათამაშო მოედანი არასოდეს ჰქონია.
ბაგა-ბაღების ეზოებში დეკორატიული ბილიკები, ატრაქციონები, კაუჩუკის საფარის მოედნები, სკამები და ურნები მოეწყო.ხოლო, N71 ბაგა-ბაღში სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად მოეწყო გარე განათების სისტემაც.
აღნიშნული სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან დაფინანსდა“, – განმარტავენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.