გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა განაცხადა, რომ საბავშვო ბაღების აღმზრდელები მომატებულ ხელფასს თებერვლიდან აიღებენ, თუმცა სახელფასო ცვლილებები ყველა ბაღს არ შეეხება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ეს ცვლილება, შესაძლოა, ყველა ბაღს არ შეეხო, რადგან ხელფასების მატება დამოკიდებულია ბავშვების კონტიგენტზე, თუ ბევრი ბავშვი ჰყავთ – მოემატებათ, თუ არ ჰყავთ ბევრი ბავშვი, ისევ ის ხელფასი დარჩათ. აღმზრდელებს და აღმზრდელის თანაშემწეებს ყველას მოემატა. ჩვენი საშტატო ნუსხა დამტკიცდა 18 იანვარს. ამ დროიდან შეიცვალა ხელფასების რაოდენობაც. თებერვლის თვეში ჩვეულებრივად მიიღებენ მომატებულ, ახალი საშტატონუსხით დამტკიცებულ ხელფასს“, – განაცხადა ლია კოვზიაშვილმა
ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, საბავშო ბაღების აღმზრდელებსა და აღმზრდელის თანაშემწეებს განსხვავებული ხელფასი აღარ ექნებათ.