თავისუფალი დასწრების რეჟიმი გორის ბაღებში, შესაძლოა, ნოემბერშიც გაგრძელდეს

535

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი შესაძლოა წლის ბოლომდე გაგრძელდეს, ეს იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე და კოვიდინფექციის გავრცელების მასშტაბებზე. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სკოლამელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ოქტომბრის ბოლოს მიიღებენ არსებული ვითარებიდან გამომდინარე.

“პანდემიის პირობებში ახალი სასწავლო წელი დავიწყეთ თავისუფალი დასწრების რეჟიმით. ეს ნიშნავს, იმას რომ ბავშვი, რომელსაც ამ პერიოდში მშობელი ბაღში არ ატარებს არ ამოირიცხება სიიდან. ნებაყოფლობითი დასწრება გაგრძელდება ოქტომბრის ბოლომდე, ნოემბერში რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ეს იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე”, – აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა.